ევროპის ჩემპიონები მუნდიალზე(ნაწილი 1)

332

2016 წლის ევროპის ჩემპიონი პორტუგალია მსოფლიოს ფავორიტებში არ მოიაზრება, მაგრამ როგორც ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალად განიხილება, რადგან აქ თამაშობს ამ ეტაპზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო.

პორტუგალიისთვის ეს კონტიგენტი არაა საუკეთესო, რადგან რამდენჯერმე ამაზე გაცილებით ვარსკვლავური და ნიჭიერი შემადგენლობა ჰყოლიათ. მთავარი სუპერვარსკვლავია კრიშტიანო რონალდო, ხოლო შეადრებით მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან ორივე სილვა ბერნანდო ,,სიტის” ფეხბურთელია, ხოლო ანდრე ,,მილანის”. ორივემ კლუბი 2017 წლის ზაფხულში შეიცვალა და მიმდინარე სეზონი წარმატებული არცერთისთვის არ გამოდგა, რადგან ბერნანდო უმეტესად სკამიდან თამაშობდა, სილვამ კი მილანში მხოლოდ ჩემპიონატის ეგიდით 924 წუთი მიიღო, რაც ძალიან ცოტაა.

პორტუგალია მუნდიალზე საშუალო ასაკით ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გუნდი იქნება, რადგან ბრუნო ალვეში 36 წლისაა, პეპე – 35-ის,  ჟოზე ფონტე – 34-ის, კვარეშმა – 34-ის, ჟოაო მოუტინიო – 31-ის.

მაგრამ პორტუგალია მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გუნდის სტატუსს და საქმე ძალიან გამოცდილი ნაკრებთან გვაქვს, რომელსაც საკმაოდ კარგი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში წვრთნის და მისმა სათამაშო სისტემამ ორი წლის წინ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონობაც მოუტანა.