რა ღირს ბილეთები ფინალზე ?

505

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთებზე მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ხშირ შემთეხვევაში ასტრონომიულ თანხებს აღწევს და გამონაკლისი არც 26 მაისს კიევში გასამართ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრაა.

მით უმეტეს, მატჩს მეტად დამაინტრიგებელი აფიშა აქვს – ესპანური გრანდი მადრიდის “რეალი“ ინგლისურ გრანდ “ლივერპულს“ ხვდება.

ორივე გუნდის გულშემატკივრებაზე 34000 ბილეთია გამოყოფილი – 17000 “რეალის“ ქომაგებზე და ამდენივე “ლივერპულის“ მხარდამჭერებზე.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ASის ინფორმაციით, ბრიტანულ საიტ Ticketbis-ზე მესამე კატეგორიის ბილეთები (ნომინალური ფასი 160 ევრო) 1350 ევროდ გაიყიდა, მეორე კატეგორიის (320 ევრო) 17000 ევროდ, ხოლო ვიპ-კატეგორიის (3000 ევრო) 22800 ევროდ.

Ticketbis-ს ესპანურ ანალოგ ვებგვერდ StubHub-ზე ფანები სექტორში ბილეთები 500-დან 800-ევრომდე ფასად გასხვისდა, ე.წ. „ნეიტრალურ“ სექტორში 1170-დან 11000 ევრომდე, ხოლო ზოგმა ვიპ-ბილეთებში 28000 ევროდაც გაიყიდა.

წყარო: adjarasport.com