ემერის ახალ კლუბში ნახევარმცველი სჭირდება

356

ლონდონის “არსენალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი კლუბის ხელმძღვანელობისგან შუახაზელით გაძლიერებას მოითხოვს.

როგორც Sky Sports-ი იუწყება, ესპანელ სპეციალისტს “ნიცაში“ მობურთავე ჟან-მიკაელ სერის დამატების იმედი აქვს. ცნობილია, რომ კოტდივუარელი მოთამაშისთვის ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის.

წყაროს ცნობით, “მეთოფეები“ მზად არიან, 26 წლის მოთამაშის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.