გაიცანი გულშემატკივარი: გოჩა თანდარაშვილი

1217

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ცნობილი იუმორისტი და “ლივერპულის” სტაჟიანი გულშემატკივარი გოჩა თანდარაშვილია.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– ფეხბურთი ოჯახიდან შემიყვარდა. მამაჩემის და მისი სამეგობროს დამსახურებაა. პირველი მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს სულ პატარა სტადიონზე რომ წამიყვანეს. გამიკვირდა, ტრიბუნებზე კოტე მახარაძის ხმა რომ არ ისმოდა.

– რატომ “ლივერპული”?
– იმიტომ, რომ სპორტი ჩემთვის არის ემოცია და არა შედეგი და ტაბლო. ყველაზე დიდი ემოცია კი ფეხბურთში ამ გუნდს ახვევია – ცუდიც და კარგიც, რაც პირველ რიგში, საოცარი ფანების დამსახურებაა. ამიტომაც – “ლივერპული”.

– როგორ გადაიტანე სალაჰის ტრავმა და ფინალში მარცხი?
– სალაჰის ტრავმა გადავიტანე გინებით. სიმართლე გითხრათ, ფინალში მარცხზე დიდად არ მინერვიულია. ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად პრემიერლიგის მოგება გამიხარდება.
 

– კმაყოფილი ხარ ამ სეზონით?
– ამ სეზონით კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ გუნდი გამორჩეულად ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და იმედი მაქვს, რომ უკეთ გააგრძელებს.
 

– რას შეცვლიდი გუნდში?
– გუნდში არაფერს შევცვლიდი. მერე მაგაზე მანერვიულე, ჩემს გამო რამე ისე რომ არ წავიდეს…
 

– როგორ ფიქრობ, რა მოხდა სტამბულში?
– ის, რის გამოც მიყვარს ეს გუნდი!
 

– შენი ფავორიტი 3 მერსისაიდელი…
– ფაულერი, მაკმანამანი, კარაგერი.
 

– სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– საქართველოს მერე ინგლისი.
 

– მუნდიალის ფავორიტად ვის მიიჩნევ?
– პროგნოზებზე არ ვფიქრობ.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ბევრი გოლია ლამაზი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო შოთი არველაძის გოლი “ლინფილდის” კარში. რაც შეეხება პასს, კარგი გადაცემა ყველაზე ლამაზ გოლსაც მირჩევნია და ასეთიც ბევრი ყოფილა, ამიტომ ახლა რომელიმეს ვერ გამოვყოფ.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც მოესწარი…
– სიმბოლური ნაკრები რომ ჩამოვთვალო, ძალიან სუბიექტური ვიქნები და ზოგადად აღიარებულ ბევრ ვარსკვლავს არ ჩავსვამ. მხოლოდ ის ვიცი, რომ აუცილებლად იქნებოდნენ გუნდში შოთი არველაძე და გიო ქინქლაძე.