დი მარიას ესპანეთში დაბრუნება სურს

357

მას მერე რაც პსჟ-ს მაისური ნეიმარმა და კილიან მბაპემ მოირგეს, ანხელ დი მარიას სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა. აქედან გამომდინარე უცხოელი ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ არგენტინელი უახლოეს მომავალში გუნდს დატოვებს.

როგორც ცნობილია, მისით “ატლეტიკო”, “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “ინტერი” არიან დაინტერესებულები. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარემარბს “როხიბლანკოში” გადასვლა სურს. მოგეხსენებათ, “მადრიდელთა” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონეა და შემტევსაც სწორედ თანამემამულესთან უნდა კარიერის გაგრძელება.

გასულ სეზონში მე-11 ნომერმა 45 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ დი მარიასთვის ესპანეთის ჩემპიონატი უცხო არ არის. 2010-14 წლებში იგი მადრიდის რეალისთვის ცდილობდა წარმატების მოტანას. ანხელმა სამეფო გუნდთან ერთად ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო.