ერთი დღე სერხიო რამოსთან

625

სერხიო რამოსი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

სათამაშო კუთხით ბოლო წლებში რამოსის პროგრესი ცალსახაა – ძალიან ჭკვიანი, ტაქტიკურად განსწავლული მცველია, რომელიც თამაშს იდეალურად კითხულობს. გარდა ამისა, ფიზიკურად ძალზე კარგადაა მომზადებული და სწორედ ამ პრიზმაში ვისაუბროთ…

როგორ იწყება სერხიოს დილა? 

“ტრადიციულად დილით ადრე ვდგები. ვიღებ შხაპს, რის დროსაც განწყობის ასამაღლებლად აუცილებლად მუსიკას ვუსმენ. შემდეგ ოჯახს ვემშვიდობები და “რეალის” სავარჯიშო ბაზისკენ “ვალდებებას” მივიწევ და საუზმეც სწორედ იქ მაქვს”.

საუზმე

ერთი ჭიქა ყავა, კვერცხის ცილა და ხილის ასორტია. ეს დაბალანსებული საუზმეა, ხოლო იმ დღეს, როცა ვარჯიშები არ გვაქვს, შედარებით მსუბუქად ვსაუზმობ.

ფეხბურთელები და ზოგადად, სპორტსმენები ყოველდღე არ ვარჯიშობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასვენების დღეებს სერხიო ლოგინში გორაობაში ატარებს. მსუბუქ ფორმებში გაწელვებს, კოორდინაციის ვარჯიშებს მაინც აკეთებს და ბოლოს ცოტა კარდიოსაც ურევს ხოლმე.

“ყველა ეს მსუბუქი ვარჯიში კლუბის სამედიცინო შტაბმა დამინიშნა. ისინი მოედანზე ვარჯიშისას ფეხბურთელის მოქმედებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და ამიტომაც, ეს ვარჯიშები გეხმარება, სხეული მუდამ ტონუსში იყოს” – ამბობს სერხიო.

დასვენება

“ჩემთვის მუსიკა უმნიშვნელოვანესია. ეს მოტივაციაში მეხმარება, განწყობას მიმაღლებს და იმ დღეებს მავიწყებს, როცა არ ვთამაშობ.