მანუს 30

410

პირველად სექტემბრის შემდეგ – მანუელ ნოიერი მოედანზე გამოჩნდა! გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ქვეყნის 20–წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ბოლო 30 წუთი იასპარეზა.

შეხვედრა მარკ–ანდრე ტერ შტეგენმა დაიწყო, მე–60 წუთზე კი მანუც გამოჩნდა, რომელმაც მატჩი პრობლემების გარეშე ჩაატარა. ამხანაგური დაპირისპირება ეროვნულმა ნაკრებმა 7:1 მოიგო.

“ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რაც ჩვენი ექიმების დამსახურებაა. მათ ამისათვის ყველაფერი გააკეთეს” – აცხადებს 32 წლის გოლკიპერი.