ადამიანი ლიდერი – სტივენ ჯერარდი

357

2005 წლის 25 მაისი. სტამბული, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გენიალური “მილანის” წინააღმდეგ და პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 – ერთი შეხედვით, აშკარად გამოუვალი მდგომარეობა, მაგრამ მერსისაიდელთა საბედნიეროდ, არსებობს სტივენ ჯერარდი, რომელმაც მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხელების მოძრაობით კი ფანები აიყოლია. ამ დროს მისი გამომეტყველება მრავლისმეტყველია!!!

თუმცა სტამბულამდე იყო კიდევ ერთი დიდი დახმარება – სწორედ სტივის გოლის წყალობით გავიდა “ლივერპული” მერვედფინალში.

ეს კადრი საუკუნეებს გაუძლებს:

ბევრი დიდი კაპიტანი გვინახავს, რომელთაც იდეალურად შეუძლიათ გუნდის მოტივირება, აქვთ უდიდესი ქარიზმა და რა თქმა უნდა, სტივიც ასეთია, მაგრამ ინგლისელი მაინც ყველასგან განსხვავდება – არც ერთ დიდ კაპიტანს მსგავსი ისტორიული მოვლენის განხორციელებაში ამხელა წვლილი არ შეუტანია.

სტივი ჯის იდეალურად შეუძლია იმ ფეხბურთელების მოტივირება, რომლებიც, ერთი შეხედვით, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ.

ჯერარდი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ჰქონდა ზუსტი, ძლიერი, დაყენებული დარტყმა, მოედნის ხედვა, პასის უმაღლესი კულტურა. სხვათა შორის, სტამბულის ლეგენდარული ფინალიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ სტივიმ გუნდს კიდევ ერთ ფინალში ულიდერა – ინგლისის ასოციაციის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში “ვესტ ჰემს” ორი ძალზე ეფექტური გოლი გაუტანა, ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დასრულდა და მერსისაიდელებმა “მილენიუმზეც” პენალტებით მოიგეს.

სამწუხაროდ, სტივიმ კარიერა ისე დაასრულა, რომ პრემიერლიგა ვერ მოიგო, რასთანაც ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო, მაგრამ “ჩელსისთან” საკვანძო მატჩში უდროო დროს ფეხი დაუცდა, რის გამოც დღემდე “იუნაიტედისა” და “ჩელსის” ფანების საქილიკოა. ჯერარდი 2005 წლის ფინალის გარეშეც ლეგენდა იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის დიდების დარბაზში სამუდამოდ დაიდო ბინა.

ამჟამად “რეინჯერსის” მწვრთნელია და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. დღეს სტივის 38 წელი შეუსრულდა.