ეს ლაშაა!

1121

დეკემბერში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალოსანის, საამაყო ქართველი სპორტსმენის ლაშა ტალახაძის შესახებ წიგნი “ეს ლაშაა… და ეს საქართველოა” გამოვა, რომლის ავტორიც მისი პირადი მენეჯერი და სპორტული ჟურნალისტი ზურაბ თალაკვაძე იქნება.

“ლაშა ძალიან საინტერესო პერსონაა და წიგნის პირველი ნაწილი მის ბავშვობას, ახალგაზრდობას დაეთმობა. იგი საკმაოდ ერუდირებული ახალგაზრდაა და იმედი მაქვს, რომ ეს ნაწარმოები ახალგაზრდებისთვის კარგი მოტივატორი იქნება. ყველას შეუძლია გახდეს ის, ვინც უნდა, რომ გახდეს. ნაწარმოები დეკემბერში გამოიცემა. იგეგმება მისი მასშტაბური პრეზენტაცია” – აცხადებს თალაკვაძე.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის (2015, 2017), ევროპის სამგზის (2016, 2017) და ოლიმპიური (2016. რიო) ჩემპიონია.