პაოლო ტალიავენტო: ის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო

621

იტალიელმა პაოლო ტალიავენტომ მსაჯის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა 2012 წელს “მილანი“ – “იუვენტუსის“ მატჩში სალი მუნატის გოლის არჩათვლა იყო [ის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა].

“ვიტირე, როდესაც რიცოლი და სერია ა-ს სხვა მსაჯები ტაშს მიკრავდნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

დე როსი ერთადერთი არ იყო, ვინც ჩამეხუტა, ურთიერთობა ბევრ მოთამაშესთან მქონდა.

მშვიდად ვარ, ჩემი ოცნება ახდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ან რომელიმე სხვა ტურნირის ფინალში ვიმსაჯებდი.

კალჩოპოლი? ეს საშინელი პერიოდი იყო, რომელიც საბედნიეროდ, დიდ ხანს არ გაგრძელებულა.  ამ მოვლენებისთვის უცხო ვიყავი, სამართალმა იზეიმა.

მსაჯობა სკოლის პერიოდი იყო: 15-17 წლის ასაკში სწავლობ, გადაწყვეტილება როგორ მიიღო და სწრაფად იზრდები.

მოურინიოს ხელბორკილები? ამ მომენტმა შემაწუხა, თუმცა მხოლოდ ერთ მომანეტში. ყველამ მითხრა, რომ სიტუაციას კარგად გავუმკლავდი.

მუნტარის გოლი არჩათვლა ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, დღეს ვიდეორეფერის ფონზე 1/10-ზე შემაფასებდნენ.

მომავალი? ჩემი გამოცდილების  სხვებისთვის გაზიერებას და მსაჯობის სწავლებას ვისურვებდი“, – აცხადებს ტალიავენტო.

წყარო: adjarasport.com