ბათუმის სტადიონის შესახებ

672

როგორ მიმდინარეობს ბათუმში სტადიონის მშენებლობა? ბათუმის “დინამოს“ ლიცენზირების მენეჯერმა არჩილ ინწკირველმა გვაცნობა, რომ საკმაოდ სწრაფი ტემპით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

როგორც იცით,  სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიისა იქნება, 20 000 კაცზე გათვლილი ტრიბუნებით. ეს ბათუმის ყოფილი მანქანათმშენებლობის ტერიტორიაზე.

ასეა გათვლილი, რომ 2020 წლის სექტემბრისთვის მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, სტადიონი იმავე წლის ზაფხულისთვის მზად იყოს. საქმე ისაა, რომ მოასალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა.

წყარო: adjarasport.com