ვინ შეცვლის ზიდანს?

531

ვინ შეცვლის მადრიდის “რეალიდან” მოულოდნელად აბარგებულ ზინედინ ზიდანს? Independent-ი სამ შესაძლო კანდიდატს ასახელებს.

პირველი გერმანიის ნაკრების მოქმედი დამრიგებელი იოახიმ ლიოვია, მეორე “ტოტენჰემის” მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, მესამე კი ლონდონის “ჩელსის” მესაჭე ანტონიო კონტე.

აღსანიშნავია, რომ ესპანური რადიოს Mitre-ს ჟურნალისტმა ფაბიან გოდოიმ, “რეალის” დაანონსებული პრესკონფერენციის წინ განაცხადა, რომ პრესფონერენციაზე ზიდანი წასვლის შესახებ იტყოდა.

მისივე თქმით, “სამეფო კლუბის” მომავალი დამრიგებელი გუტი იქნება, რომელიც სათავეში ამჟამად ბლანკოსის ახალგაზრდულ გუნდს უდგას.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე წყაროს ვარაუდით, “რეალში” შესაძლოა არსენ ვენგერიც მიიწვიონ.

წყარო: sportall.ge