ინიესტა:“ესპანეთისთვის მუნდიალის მოგება პრაქტიკულად…”

559

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას აზრით, “ფურია როხასთვის“ რუსეთში გასამართი მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.

“ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მსოფლიო თასი ძალიან ძლიერი ტურნირია, რომელშიც თითოეული რაუნდი მააქსიმალურად რთულია. მსოფლიო ჩემპიონატების ფავორიტებუ ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა და გერმანია არიან. თუმცა, ყოველთვის არის ნაკრები, რომელსაც სიუპრიზების შეთავაზება შეუძლია.

იმის გამეორება რაც ოთხი წლის წინ შეგვემთხვა, არ უნდა დავუშვათ. ახლა ესპანეთის ნაკრებს სხვა მწვრთნელი ჰყავს, ახალგაზრდა ფეხბურთელები და დიდი არჩევანი აქვს. გუნდში გამოცდილებისა და ახალგაზრდობის კარგი შერწყმაა, რაც პლუსია“ – ციტირებს ინტერნეტპორტალი mundodeportivo.com-ი”ბარსელონას“ ექსკაპიტანს, რომელიც იაპონურ “ვისელ კობეში“ გადავიდა .