“იუვენტუსმა” “ჩელსის” საინტერესო გაცვლა შესთავაზა

551

ტურინის “იუვენტუსმა” თავისი გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი ტრანსფერზე დააყენა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა – Tuttosport.

ზემოხსენებული წყარო იუწყება, რომ ტურინელები მზად არიან არგენტინელი თავდამსხმელი “ჩელსის” ფორვარდში, ალვარო მორატაში გაცვალონ, რომელსაც “იუვენტუსში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ ალვარო მორატა უკვე შეხვდა ტურინული კლუბის ბოსებს.

გასულ სეზონში იგუაინმა “იუვენტუსის” მაისურით 23 გოლი გაიტანა. მორატამ კი ინგლისურ კლუბში 15 გოლი გაქვითა, თუმცა “არისტოკრატთა” შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა.

adjarasport