ლიოვის აკრძალვები

499

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მკაცრი აკრძალვები ექნებათ – მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის ბრძანებით, მუნდიალის პერიოდში ბუნდესმანდშაფტის მოთამაშეები ვერ დაკავდებიან სექსით, ვერ მიირთმევენ ალკოჰოლს და გარდა ამისა, ვერც სოციალური ქსელებით ისარგებლებენ.

58 წლის სპეციალისტის თქმით, მათ მუნდიალის ზედიზედ მეორედ მოგება სურთ და ამიტომაც, ასეთი სიმკაცრე საჭიროა, რის გამოც ამ რეგულაციებს ყველა გაგებით ეკიდება.

სპორტსმენები მთლიანად იზოლირებულენი იქნებიან. მათ ოჯახის წევრების სანახავად მცირე დრო ექნებათ, ძილის წინ კი ერთი ჭიქა ღვინის მირთმევა შეიძლება.

რაც შეეხება ფოტოების გადაღებას სასტუმროსა და გასახდელში, იგი მთლიანად აკრძალულია.