#მადლობაზიზუ

264

“ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასეა საჭირო. ყველაფერი იცვლება, მინდა იცოდეთ, რომ ეს კლუბი ოჯახივით მიყვარს” – ასე დაემშვიდობა ზინედინ ზიდანი მადრიდელებს, 3 ჩემპიონთა ლიგის მოგების მერე კლუბიდან წავიდა. ბავშობაში ყოველთვის ვეთაყვანებოდი ესეთ ტიპებს, ვისაც შეეძლო გამარჯვებული წასულიყო, მაშინ როცა ყველას დაწყდებოდა გული და არა მაშინ, როცა ვიღაცები წასვლისკენ მოუწოდებდნენ, ზიზუ ღირსეული კაცია, მან ყველა მადრიდისტას დაწყვიტა გული, დედამიწაზე ვერ იპოვით მადრიდისტას ვინც მის წასვლას ითხოვდა, მაგრამ წავიდა… მან შექმნა ეპოქა, გააკეთა ის რაც ისტორიაში არავის არასდროს გაუკეთებია, მისი მონსტრი ყველას და ყველაფერს უგებდა ჩემპიონთა ლიგაზე და მერწმუნეთ ეს კიდევ დიდი ხანი აღარ განმეორდება… და თან გვახსოვს ყველაფერი ხო? მისი თითქმის არავის სჯეროდა, “ბარსას” ფანები დასცინოდნენ როცა ზიდანის კასტილია სეგუნდადან გავარდა და ამბობდნენ , რომ კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს, მაგრამ დღეს ყველამ ვიცით ვინ არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში მინიმუმ შედის – ეს ზინედინ ზიდანია! არ არის მარტივი იყო გამარჯვებული, მითუმეტეს როცა მადრიდის “რეალი” ხარ, მთელი სამყარო დაიწყებს მიზეზების ძებნას და შენი სიძლიერის დამტკიცებას, თავიდან იმას აბრალებდნენ კენჭისყრაში უმართლებთო, მერე მსაჯებს, მერე უბრალოდ იღბალს… მაგრამ ფაქტია, ზიდანმა მადრიდში ეპოქა შექმნა, ზიდანის გამო ხალხი ამბობდა, რომ ფეხბურთს აღარ უყურებდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ფინალს ისევ “რეალი” მოიგებდა, ზიდანის გამო ჩემპიონთა ლიგამაც კი დაკარგა ინტერესი ცოტახნით… მეც არ ვარ “რეალის” გულშემატკივარი, ჩემი გუნდი საერთოდ არ არის ლიგაზე და ხანდახან ჩემთვისაც კი მოსაბეზრებელი იყო გამარჯვებულს, რომ მუდმივად თეთრი მაისური ეცვა, მაგრამ შეუძლებელია არ ვაღიარო ამ კაცის სიდიდე… ბევრი ამბობდა, რომ მას უბრალოდ კარგი გუნდი ჰყავდა და იმიტომ დებდა ასეთ შედეგს, მაგრამ კარგით რა, კარგით… რამდენს ჰყოლია ზიდანზე ბევრად კარგი გუნდი, მაგრამ ვერაფერი მოუგია? ბევრს… ეს მხოლოდ ზიდანმა მოახერხა! მადრიდისტებო… არ იტიროთ, რადგან ეს დამთავრდა… გაიღიმეთ, იმის გამო რომ ეს მოხდა!

#მადლობაზიზუ

ანდრო ხელაძის ბლოგი