რონალდუ ციხეში?

931

ესპანური საგადასახადო სამსახურის მმართველებმა კრიშტიანუ რონალდუს 14 მილიონიანი შეთავაზება უარყვეს და თანხის სანაცვლოდ პორტუგალიელის გადასახადებთან დამალვასთან დაკავშირებული საქმის დახურვაზე უარი განაცხადეს. “რეალის” ფეხბურთელმა მათ ფულთან ერთად აღიარებითი ჩვენება სასჯელის შემცირების სანაცვლოდ შესთავაზა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რონალდუს მხოლოდ 2 წლიანი პატიმრობა შეეფარდებოდა. გამომდინარე ესპანური კანონებისა მას ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევდა, რადგან ეს მისი პირველი კანონდარღვევა იყო და აქამდე პორტუგალიელი ნასამართლევი არასდროს ყოფილა.

ადგილობრივმა პროკურორებმა რონალდუს ბრალი სახელმწიფოსგან 14.8 მილიონი ევროს დაფარვაში ივნისში დასდეს.

საგადასახადო სტრუქტურები წარმომადგენლები დამალულ თანხასთან ერთად ჯარიმების და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, რის შედეგადაც თანხა 28 მილიონ ევრომდე ადის. რონალდუს ორი ვარიანტი აქვს, მას შეუძლია ფული 15 ივნისამდე გადაიხადოს ან მსოფლიო ჩემპიონატის დაბრუნების შემდეგ ესპანური სასამართლოს წინაშე წარსდგეს. თუ პორტუგალიელი ამ უკანასკნელს აირჩევს მას შესაძლოა 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

რონალდუს მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს ეს სიტუაცია ალბათ ყველაზე კარგად ხსნის. პორტუგალიელს საგადასახადო პრობლემების შესახებ ყველაფერი მშვენივრად ესმის და თვლის, რომ საჭირო დროს კლუბმა მას მხარი არ დაუჭირა. „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათლად დააფიქსირა, რომ კრიშტიანუს მორალურად მხარს აუცილებლად დაუჭირს, თუმცა მისი დავალიანებების გადახდას არ აპირებს. რონალდუს იმედი ჰქონდა, რომ „რეალი“ თანხის რაღაც ნაწილს ახალი კონტრაქტის ბონუსების სახით გადაიხდიდა, თუმცა გუნდმა პორტუგალიელი დააღალატა.