ძიუდოს ევროპული კავშირი: “ეს მეთოდი ძიუდოშიც კი აკრძალულია“

508

ძიუდოს ევროპული კავშირი ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემას გამოეხმაურა. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მადრიდის “რეალის“ კაპიტან სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის შედეგად “ლივერპულის“ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა დაზიანება მიიღო და მინდორი იძულებით, პირველსავე ტაიმში დატოვა.

“არსებობს სერიოზული მიზეზები, რომელთა გამოც, მეთოდი “ვაკი-გატამე“ ძიუდოშიც კი აკრძალულია. მაგრამ ფეხბურთში ეს მეთოდი საკმარისია, რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგო,“ – წერია სოციალურ ქსელ Facebook-ში კავშირის ოფიციალურ გვერდზე.

ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას. თვითონ ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ რუსეთში გასამგზავრებლად მზად იქნება.

adjarasport