,,რომა” ალისონის შემცვლელზე ფიქრობს

396

“რომას“ ხელმძღვანელობა მეკარე ალისონ ბეკერის შესაძლო გაყიდვის გამო მისი ალტერნატივის ძებნას იწყებს.

ბრაზილიელი გოლკიპერი “ლივერპულის“ ნომერ პირველი სამიზნეა. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელისთვის ბრძოლას “ჩელსიც“ შეუერთდა.

Corriere dello Sport წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ალისონი რომაულ კლუბს დატოვებს, “ჯალოროსი“ ლევერკუზენის “ბაიერის“ კარის დარაჯის ბერნდ ლენოს გადაბირებას შეეცდება.

წყარო: adjarasport.com