ჭრიკიშვილის მეუღლე: “დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს”

1544

ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე თამუნა გვენეტაზე, სოციალურ ქსელში დავით ქევხიშვილის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.

სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.

ჩვენ ყველას გვახსოვს ქევხიშვილის მხარდამჭერი ის თითოეული ადამიანი, ვინც დაგვცინოდა, სახალხოდ ლაფს გვასხამდა, მასხრად გვიგდებდა, მოღალატეებსა და ფულზე გაყიდულებს გვიწოდებდა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს, მაგრამ დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს.

ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.

ძიუდოს ნაკრები და თქვენ – ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.

მეამაყება, ასეთი საქართველო!

მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!

მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!

გილოცავთ!

(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)”, – წერს გვენეტაძე.