,,ბაიერნის” სკაუტი მუნდიალზე მეკარეს დააკვირდება

325

The Sun იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიო ჩემპიონატზე სკაუტს მიავლენს, რომელიც ჯორდანს პიკფორდის თამაშს დააკვირდება.

24 წლის ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი ამჟამად “ევერტონში” ირიცხება.

“რეკორდმაისტერი” ეძებს მეკარეს, რომელიც მანუელ ნოიერის ღირსეული შემცვლელი იქნება და ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად გერმანელებს სწორედ პიკფორდი ესახებათ.

წყარო: sportall.ge