ვინ არის შევასთვის ყველაზე რთული მცველი?

735

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ თავისი ლეგენდარული კოლეგა ხავიერ ძანეტი ყველაზე რთულ მცველად დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უკრაინელს უთამაშია.

შევჩენკო “მილანისა” და კიევის “დინამოს” რიგებში “ინტერს” ჯამში 22–ჯერ შეხვდა და ყოველ ჯერზე არგენტინელის პირისპირ აღმოჩნდა.

“მილანური დერბი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო, ყველაზე დიდი ემოცია კი, რა თქმა უნდა, 2003 წლის ნახევარფინალში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ მქონდა. უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე რთული მცველი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ხავიერ ძანეტია, რომელსაც უაღრესად დიდი ინტელექტი ჰქონდა”– აცხადებს შევა.

ძანეტისა და “ინტერის” წინააღმდეგ უკრაინელმა გოლეადორმა 15 გოლი გაიტანა.