ნაინგოლანი: “გეი ფეხბურთელებს რცხვენიათ ქამინგ აუთის, რადგან…“

3938

“რომას“ შუახაზელმა რაჯა ნაინგოლანმა საკუთარი აზრი გამოხატა იმის შესახებ, თუ რატომ არის ქამინგ აუთი ფეხბურთში იშვიათი. ბელგიელი მიიჩნევს, რომ გეი ფეხბურთელები დაკარგავენ საკუთარ კარიერას, თუ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრებენ.

“გეი ფეხბურთელები არ აკეთებენ ქამინგ აუთს, რადგან რცხვენიათ და აცნობიერებენ, რომ ასეთი ქმედება, შესაძლოა, კარიერის დასრულების მიზეზი გახდეს. ასეთი თემის შესახებ საუბარი გუნდის გასახდელ ოთახში რთული იქნება. ფეხბურთი ცნობილია იმით, რომ ლამაზი ქალებითაა გარემოცული,“ – ციტირებს ნაინგოლანს Football-italia.

სხვათა შორის, რაჯა ნაინგოლანი რობერტო მარტინესმა არ გამოიძახა ეროვნულ გუნდში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რის შემდეგაც, მოთამაშემ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა. რობერტო მარტინესმა ამგვარი გადაწყვეტილება გუნდთან მოთამაშის ტაქტიკური შეუსაბამობით ახსნა.

“არ მჯერა, რომ მან ტაქტიკური მიზეზებით არ გამომიძახა, რადგან მე იტალიის ჩემპიონატში ვთამაშობ. ის ყველაზე ტაქტიკური ლიგაა მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა ნაინგოლანმა.

adjarasport