ნაპოლიში უკრაინელი მეკარე გადავა?

339

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ლუგანსკის “ზარიას” გოლკიპერი ანდრეი ლუნინი დიდი ალბათობით, “ნაპოლიში” გადავა.

წყაროს ცნობით, ლუნინის შეძენა მილანის “ინტერსაც” სურდა, მაგრამ “ნერაძური” 5 მილიონ ევროს იხდიდა, ნეაპოლიტანელებმა კი უკრაინელისთვის 8 მილიონი გამოყვეს.

“ნაპოლი” ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა – პეპე რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით “მილანში” გადავიდა. კლუბის ხელმძღვანელობას ლისაბონის “სპორტინგის” კიპერ რუი პატრისიოს ყიდვა სურს, რომელსაც გუნდიდან წასვლა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი.

ლუნინის მამის ცნობით, გოლკიპერი შესაძლოა, “ზარიაში” კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

მარტში 19 წლის ლუნინს უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში საუდის არაბეთის წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარედ იქცა.