ტოჩინოშინი საქართველოშია

311

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოშია. ის ამჟამად თბილისის აეროპორტში იმყოფება. მას საზეიმოდ დახვდნენ.

30 მაისს ლევან გორგაძემ ოძეკის წოდება ოფიციალურად მიიღო. ტოკიოში ტოჩინოშინის დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

ოძეკი ქართულად ჩემპიონს ნიშნავს და სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას შემდეგ. ლევანი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი რიკიში, ვინც ეს საპატიო წოდება მიიღო.

წყარო: imedinews.ge