ცნობილი მცველი ყოფილი მოკრივე ყოფილა…

436

მანჩესტერ სიტის და არგენტინის ნაკრების მცველს, დღემდე ახსოვს ის გზა, რასაც ვარჯიშის გამო ყოველდღე გადიოდა. დედამისი სილვია მას ყოველ დილით საგზალს ახვედრებდა, რასაც მოჰყვებოდა დიდი მოგზაურობა…

ჯერ 721 ნომერი ავტობუსი, რომელიც პანამერიკანას გზაჯვარედინზე აჩერებდა, შემდეგ 15 ნომერი ბულონის ხიდამდე და ბოლოს შორი მგზავრობა – 57 ნომერი შორს კამინო დელ ბუენ აირემდე! ბოლო გაჩერებიდან 10 ბლოკის ფეხით გავლის შემდეგ, იწყებოდა იტუსაინგოს ოლიმპიური სოფელი, სადაც ველეს სარსფილდი ვარჯიშობდა.

“ველესი” ოტამენდის აღმზრდელი და ბავშვობის საყვარელი კლუბია. ფეხბურთის და პირობების გამო სკოლის დასრულება ნაადრევად მოუწია და მთელი დრო სპორტს მიუძღვნა. შრომა დაუფასდა და დღეს პრემიერლიგის საუკეთესო გუნდის – მანჩესტერ სიტის წევრი და შეუცვლელი ფიგურაა.

ახლაგაზრდობაში ოტამენდის არავინ ამჩნევდა… როდესაც 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ნათესავთან ერთად ბუენოს აირესის გარეუბანში – ლა პალომაში კრივზე შევიდა და ფეხბურთთან ერთად, რინგზე ვარჯიშით იყო დაკავებული – ცხოვრების განივთარების, ალტერნატიულ გზას ეძებდა.

სახლში ხშირად ბრუნდება. თავის ოთახში, სადაც დღემდე გაკრული აქვს “ველესის” ლეგენდების და მისი კუმირების – ხოსე ლუის ჩილავერტის და ხოსე ‘ტურუ’ ფლორესის პოსტერები

მიგელ ანხელ რუსომ, ოტამენდი 17-წლამდელებიდან პირველ გუნდში აიყვანა, თუმცა რიკარდო ლა ვოლპემ ისევ ასაკობრივებში გააგდო. უგო ტოკალმა კი, რომელსაც კარლოს პაკერმანის ასისტენტად ჰქონდა ნამუშევარი, ახალგაზრდა მცველს 2008 წელს დიდ გუნდში პირველი წუთები მისცა.

ოტამენდის უიმედო სიტუაცია, მოკლე დროში შეიცვალა. ვერავინ იფიქრებდა, რომ “ველესი” რიკარდო გარეკასთან (პერუს მოქმედი მწვრთნელი) ერთად, 2009 წლის კლაუსერას მოიგებდა. ამ პერიოდში, ახალგაზრდა მცველსაც გაუმართლა…

 ტიგრესთან გადამწვეტი მატჩის წინ, ველეს სარსფილდის ჩილელმა მცველმა – ვალდო პონსემ მარცხენა ხელი მოიტეხა, ახალგაზრდა ფერნანდო ტობიო 20-წლამდელთა ნაკრებს ახლდა; ხოლო მარკო ტორსილიერის წითელი ბარათის გამო დიკსვალიფიკაცია ჰქონდა. ოტამენდის გარდა მწვრთნელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა – ამ თამაშის შემდეგ, ზუსტად 88 დღეში ნიკოლას ოტამენდიმ არგენტინის ნაკრების ფორმით, პანამას წინააღმდეგ ითამაშა!მარადონას ნაკრებს 22 წლის მცველი, სამხრეთ აფრიკაში გაჰყვა, სადაც არგენტინელები მუნდიალს გერმანიამ გამოთიშა. 2014-ში ფორმა დაკარგული ოტამენდი ბრაზილიაში არ წაუყვანიათ, თუმცა მსოფლიოს შემდეგი სეზონი (2014-15) ყოფილმა ბოქსიორმა ვალენსიაში მაღალ დონეზე ჩაატარა და მის კარიერაში ახალი ეტაპიც აქედან დაიწყო.

გვარდიოლას გუნდის წევრს და საჯარიმოში დაცვის ‘მასტერს’ 3 და-ძმა ჰყავს და 3 ქალიშვილის მამაა.  ელ ტარარიდან წასვლა, ოტამენდიმ მძიმედ განიცადა, ამიტომ სახლში ხშირად ბრუნდება. თავის ოთახში, სადაც დღემდე გაკრული აქვს “ველესის” ლეგენდების და მისი კუმირების – ხოსე ლუის ჩილავერტის და ხოსე ‘ტურუ’ ფლორესის პოსტერები. აქ, ელ ტარარში ოტამენდი იხსნებს პირველ ნაბიჯებს, იმ წლებს, როდესაც მისი არავის სჯეროდა და სახლიდან – ვარჯიშამდე ასობით კილომეტრის გავლა უწევდა.

წყარო: popsport.com