5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება

323

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის “ფეისბუქგვერდის” ინფორმაციით, 5 ივნისს აღმასკომის სხდომა გაიმართება.

“სამშაბათს, 12 საათზე, გაიმართება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა.

დღეიდან ორი ახალი თანაშემწე – მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი ოფიციალურად შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.

ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი”, – წერია სოციალურ ქსელში.