ზვიად პატარიძე ევროპის 5-გზის ჩემპიონია – ჩვენების თურქული მონაგარი

301

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვა. ნუგზარ წურწუმია 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში მასპინძელი თურქეთის წარმომადგენელს, ერკემ ოზთურქს 11:8 მოუგო.

ლერი აბულაძემ 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. აბულაძემ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში ლიტველ იუსტრას პეტრავიჩიუსი 7:4 დაამარცხა.

ზვიად პატარიძე მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა! ქართველმა მოჭიდავემ ფინალში კიდევ ერთ თურქს აჯობა – პატარიძემ ოსმან ილდირიმს 2:0 მოუგო.

პირველი დღის შემდეგ, საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველებს სამი მედალი აქვთ და მეორე საჭიდაო დღეს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

72 კგ: რამაზ ზოიძე V ჩენგიზ არსლანი – ფინალი

დავით ჩხარტიშვილი (60კგ) და გიორგი მელია (97კგ) დამამშვიდებელ წრეში არიან და ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ.

წყარო: popsport.com