იასიკევიჩიუსი NBA-ში?

324

შარუნას იასიკიავიჩუსის წინამძღოლობით კაუნასის “ჟალგირისი” 2017/18 წლის ევროლიგის ოთხთა ფინალში გავიდა და მესამე ადგილისთვის მატჩში მოსკოვის ცსკა დაამარცხა. ლიეტუველი სპეციალისტის გადაბირებას რამდენიმე ევროპული გრანდი ლამობს (მათ შორისაა “ბარსელონაც”), თუმცა, არაა გამორიცხული, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სერბი იგორ კოკოშკოვის შემდეგ კიდევ ერთი ევროპელი მთავარი მწვრთნელი ვიხილოთ. ტორონტოდან მოსული ცნობის თანახმად “რეპტორზის” ხელმძღვანელობამ იასიკიავიჩუსთან მოლაპარაკება გამართა და უახლოეს პერიოდში დიალოგის შედეგსაც შევიტყობთ.

შეგახსენებთ, სამოთამაშეო კარიერის დროს შარუნას იასიკიავიჩუსს ნბა-ს ორ კლუბში, “ინდიანა პეისერზსა” და “გოლდენ სტეიტ უორიორზში” უთამაშია.

წყარო: adjarasport.com