“იუვემ“ პიანიჩის ფასი დაასახელა

277

ტურინის “იუვენტუსმა“ მირალემ პიანიჩის პოტენციურ მყიდველებს, ფეხბურთელის ფასი შეატყობინა.

ინტერნეტპორტალ sport.es-ის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა ბოსნიელი შემტევი ნახევარმცველი 80 მილიონ ევროდ შეაფასა.

“იუვენტუსში“ ეიმედებათ, რომ პიანიჩის გაყიდვის შემთხვევაში დამატებითი თანხა გაუჩნდებათ, რათა რომის “ლაციოდან“ სერბი ნახევარმცველი სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი იყიდონ.

ტურინელებმა 2016 წლის ივნისში “პიანიჩი“ “რომადან“ 32 მილიონ ევროდ შეიძინეს. განვლილ პერიოდში ბოსნიელმა “იუვეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 91 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.