თოკო ფინალთან ახლოსაა

208

პირველი მარტივი მოგების შემდეგ, ,,ბასკონიამ” მეორე მატჩში მძიმე ბრძოლაში მოიგო და ფინალთან ერთი გამარჯვებაღა აშორებს. თორნიკე შენგელიამ, როგორც ყოველთვის ბასკური გუნდის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა და სკამიდან 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკესთვის ეს სეზონი ისედაც პროგრესულია, თუმცა საჩემპიონო ტიტული ამ ყოველივეს სხვა ელფერს შესძენს. სულ მალე 29 ივნისს თბილისს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი სერბეთი ეწვევა და ვიმედოვნებ, რომ თორნიკე ამ მატჩს ესპანეთის ჩემპიონის რანგში შეხვდება.

დავუბრუნდეთ შეხვედრას, სადაც ჩვენებურმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთი მცდელობა ვერ გამოიყენა პერიმეტრიდან, მიიღო 2 პერსონალური და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ

თორნიკეს გარდა 10 და მეტი ქულა ბასკების რიგებში ჰქონდა მეტ ჯენინგს(19), მარსელინიო უერტასს(15) და როდრიგ ბობუას(12)

ბარსელონადან კი ადრიენ მოერმანი გამოირჩა 18 ქულით, ასევე 13 ქულა მოაგროვა ადამ ჰანგამ, 12 კი ანტე ტომიჩმა.

,,ბასკონია” 85-79 ,,ბარსელონა”

სერიის მე-3 შეხვედრა 8 ივნისს ბარსელონაში გაიმართება