პრინცმა უილიამმა ინგლისის ნაკრების მზადყოფნა შეამოწმა

289

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ფაზაში შედის. “სამი ლომის” ვარჯიშს თვით პრინცი უილიამი ეწვია და ნაკრებს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ უილიამი ყველაზე მეტს გუნდის მთავარ მწვრთნელ გარეთ საუდგეითსა და კაპიტან ჰარი კეინს ესაუბრებოდა. საინტერესოა ისიც, რომ კეინთან საერთოდ ცალკე საუბრობდა, თემა უცნობია.

ინგლისელები მუნდიალზე G ჯგუფში ბელგიასთან, ტუნისთან და პანამასთან ერთად არიან მოხვედრილნი.