43 წუთი 43 ქულა… კეიდი და 3-0

339

43 წუთი და 43 ქულა ასეთია კევინ დურანტის მესამე შეხვედრის მონაგარი და ოქროს შტატელები ზედიზედ მეორე ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში არიან. გარდა 43 ქულისა ,,გოლდენის” 35-ე ნომერმა 13 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაგდებული სამქულიანი მიითვალა. მისი ქულათა ოდენობა კარიერის პირადი რეკორდია. ასევე 100 %-იანი სიზუსტით ისროლა საჯარიმო ხაზიდან.

,,გოლდენს” და ჩვენებურ ზაზა ფაჩულიას შესაძლოა უკვე თამამად მივულოცოთ ჩემპიონობა, რადგან 3-0ის შემდეგ სერია არავის არ დაუთმია.

ოჰაიოელთა ლიდერს, რაც შეეხება ლებრონისთვის საპლეიოფე 110-ე მატჩი გამოდმა, სადაც მან 30 ქულაზე მეტის მოგროვება მოახერხა და ამ მაჩვენებლით უკან მაიკლ ჯორდანი მოიტოვა.

ზაზა ფაჩულია ამჯერად თამაშში არ ჩართულა.

დიდი ალბათობით სერიის უკანასკნელი შეხვედრა 9 ივნისს დილის 5 საათიდან დაიწყება.

,,კლივლენდი” 102-110 გოლდენ სტეიტი