იუნაიტედმა ,,ნადირობის სეზონი” დაიწყო

486

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” სატრანსფერო სეზონის გახურებამდე ორი ფეხბურთელის გაფორმება უკვე მოახერხა. ესენი არიან ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი და პორტუგალიელი მარჯვენა მცველი დიეგო დალოტი.

25 წლის ბრაზილიელი ამჟამად ნაკრებში იმყოფება და მოახლოებული მუნდიალისთვის ემზადება. მისი შეძენა წითელ ეშმაკებს 52 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ინგლისური კლუბის პრესსამსახური გვამცნობს დალოტის შეძენის შესახებ და პორტუგალიელმა ინგლისის 20 გზის ჩემპიონებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ეტაპზე გარიგების ფასი არ სახელდება, თუმცა ადრეულ გამოცემებში მითითებული 23 მილიონი გახლდათ.

19 წლის დალოტმა პორტოს რიგებში გასულ სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა.