“მადრიდის “რეალის” მწვრთნელი გუტი ხდება” – ვიქტორ გალვესი

734

“მურსიას” პრეზიდენტის, ვიქტორ გალვესის განცხადებით, კლუბსა და გუტის შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან დამწყებმა ესპანელმა მწვრთნელმა მადრიდის “რეალი” უნდა ჩაიბაროს.

“გუტი, სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს არ გაწვრთნის, რადგან მადრიდის “რეალის” მწვრთნელი ხდება. ესპანელი ის სპეციალისტი იყო, რომლის დანიშვნაც გვინდოდა.”

“სამწუხაროდ, ზიდანი სულ რაღაც ორი დღით მეტხანს არ დარჩა, რა დროშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა. გუტიმ ინტერესისთვის მადლობა გადაგვიხადა” – დაასრულა “მურსიას” ხელმძღვანელმა.