მუნდიალის TOP ცენტრალური მცველები(ნაწილი 1)

329

წლის მთავარი მოვლენის, მუნდიალის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და შემადგენლობების სრულად დასახელების შემდეგ წარმოგიდგენთ ტოპ მცველებს, რომლებსაც მუნდიალზე ვიხილავთ

რაფაელ მარკეზი – მისი აქ მოხვედრა სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ერთ დროს ,,ბარსელონას” რიგებში მართლაც, რომ ძალიან კარგი მცველი იყო და დღეს მუნდიალის რეკორდის თანაავტორი ხდება, რადგან მისთვის მოახლოებული ჩემპიონატი მე-5 იქნება, რითიც თანამემამულე მეკარე ანტონიო კარვახალისა და გერმანელი ლოთარ მათეუსის მიღწევას გაიმეორებს.

კალიდუ კულიბალი – შემდეგი არჩევანი ძალზედ განვითარებად სენეგალელ მცველზე შევაჩერეთ, რომლის გარშემოც მუნდიალის შემდგომ მისი ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა კვლავ გაჩაღდება. საუბარია ,,ნაპოლის” 26-ე ნომერ კალიდუ კულიბალიზე, რომელსაც ბევრი გუნდი გაძლიერების ვარიანტად განიხილავს. თუ ის იტალიას დატოვებს დიდი ალბათობით ინგლისში გადაბარგდება.

ტობი ალდერვეირელდი

ბელგიელ მცველს ჩემპიონატის გამოცვლა არ მოუწევს, მაგრამ დიდი შანსია, რომ პრემიერლიგაში ,,საუტჰემპტონის” და ,,ტოტენჰემის” შემდეგ მესამე გუნდის მაისური მოირგოს და გაისად უკვე ,,მანჩესტერის” ღირსება დაიცვას. აღსანიშნავია, რომ მისი პარტნიორი გუნდშიც და ნაკრებშიც ერთია და ეს იან ვერტონგენია. ბელგიელი მცველები ერთმანეთს კარგად იცნობენ მოედანზე, რაც რობერტო მარტინეზის დაცვის საიმედოობაზე მიგვითითებს. ჯერ კიდევ ,,ტოტენჰემამდე” ისინი ერთად ,,აიაქსის” რიგებში გამოდიოდნენ.

ტიაგო სილვა

ბრაზილიის დაცვის ცენტრალურ ზონაში ძალიან ვარსკვლავური გუნდი ჰყავს ესენი არიან მარკინიოსი, მირანდა და ტიაგო სილვა, რომელსაც მართალია ასაკიც ეტყობა და ისეთი ეფექტურიც ვეღარაა, მაგრამ ვფიქრობ აქ ყოფნას ,,პსჟ”-ს კაპიტანი დანამდვილებით იმსახურებს.

ნიკოლას ოტამენდი

არგენტინელი მცველი ,,სიტისთვის” და ეროვნული ნაკრებისთვის საკვანძო ფიგურაა და დაცვითი სამუშაოების ძირითადი სიმძიმე, სწორედ მასზე გადაივლის, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მისმა პოტენციურმა მეწყვილემ ფედერიკო ფაზიომ ,,რომაში” მაღალი დონის თამაში გვიჩვენა და საკმაოდ საინტერესო ტანდემს ვიხილავთ მათი შემადგენლობით.