პელე: “მუნდიალის წინ ბრაზილიის ნაკრები გუნდს არ ჰგავს“

712

ლეგენდარულმა ექსფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრების სადღეისო მდგომარეობისა და გუნდის მთავარი ვარსკვლავის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

“ვინარჩუნებ დიდ რწმენას ტიტეს შესაძლებლობების მიმართ. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვყავს შესაფერისი გუნდი. ყველა მოთამაშე ძალიან ძლიერია ინდივიდუალურად, მაგრამ მთლიანობაში, გუნდს არ ვგავართ. 

ნეიმარი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის უფრო მოწიფული და გამოცდილი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მსოფლიო თასს მარტო ვერ მოიგებს. მსოფლიო ჩემპიონობა მხოლოდ მთლიან გუნდს შეეძლება“, – ციტირებს პელეს L’Équipe.

adjarasport