დიბალას პოგბას დაბრუნება სურს

358

“იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა იმედოვნებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელი პოლ პოგბა ტურინულ კლუბში დაბრუნდება. 25 წლის ფრანგი მოთამაშე “ბიანკონერისთვის“ 2012-16 წლებში თამაშობდა.

“როცა გავიგე, რომ შესაძლოა, პოგბა დაბრუნდეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მისი დაბრუნების შემთხვევაში ჩვენ შევწყვეტთ ვიდეოზარებს და კვლავ ერთად ვივლით ვარჯიშებზე,“ – ციტირებს დიბალას TyC Sports-ი.

დასრულებულ 2017/18 სეზონში პოგბამ ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ ითამაშა, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა 12 ასისტი.

წყარო: adjarasport.com