დურანტის რეკორდი

383

ნბა–ს ჩემპიონის “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ფორვარდი კევინ დურანტი ოკლენდელ “მეომართა” რეკორდსმენი გახდა ერთი სეზონის საპლეიოფე მატჩებში დაგროვილ ქულათა რაოდენობით. 2017/18–ის სეზონის პლეი ოფის ასპარეზობებში კეი დიმ 608 ქულა მოუპოვა კალიფორნიელებს. ოკლენდელთა შორის დღემდე საუკეთესო შედეგი სტეფ კარის ჰქონდა. მან 2015 წელს 594 საპლეიოფე ქულა დააგროვა.

ამასობაში დურანტი ნბა–ს ისტორიაში მეექვსე კალათბურთელია, რომელიც საჩემპიონო სერიის MVP ზედიზედ ორჯერ გახდა. კევინამდე ეს პატივი წილად კობი ბრაიანტს, შაკილ ონილს, ჰაკიმ ოლაჯუონს, მაიკლ ჯორდანს და ლებრონ ჯეიმსს ხვდა წილად.

წყარო: adjarasport.com