იგუაინი: “მოხარული ვიქნები, თუ პრემიერ ლიგაში ვითამაშებ”

444

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ მას სურს საკუთარი თავი ინგლისის პრემიერ ლიგაში გამოსცადოს.

“ახლა კონტრაქტი “იუვენტუსთან” მაკავშირებს. საკუთარ მომავალზე არ ვღელავ. ახლა მთელი გულით ტურინში ვარ და სხვა კლუბებთან კონტაქტიც არ მქონია.

თუმცა, მოხარული ვიქნები, თუ კარიერას პრემიერ ლიგაში გავაგრძელებდი. ვთვლი, რომ ეს ჩემპიონატი ჩემს შესაძლებლობებს კარგად ერგება”, – ციტირებს ESPN გონსალო იგუაინს.

შეგახსენებთ, რომ იგუაინი “ნაპოლიში” 2016 წელს გადავიდა 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 30 წლის მოთამაშემ 50 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც 23 გოლი გაიტანა.