მესი: “თუ ნეიმარი “რეალში“ გადავა, სიმართლე გითხრათ…”

674

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისა და “ბარსელონას“ ვარსკვლავურმა შემტევმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კატალონიურ გუნდში ნეიმარის დაბრუნებას ისურვებდა.

“პირადად მე, ვისურვებდი, ნეიმარი “ბარსელონაში“ დაბრუნდეს. ის უნიკალური მოთამაშეა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. კარგი იქნებოდა, თუ ის კვლავ ითამაშებდა ჩვენთვის. თუ ის “რეალში“ გადავა, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მომეწონება,“ – ციტირებს მესის Mundo Deportivo.

მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. ფეხბურთელის ტრანსფერის მსურველთა შორის ფავორიტად “რეალი“ მიიჩნევა. თვითონ ნეიმარი შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

26 წლის მოთამაშემ წინა სეზონში ლიგა 1-ის ეგიდით 20-ჯერ ითამაშა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 14 ასისტი.

adjarasport