ნადალი მეთერთმეტეზე მიდის

289

რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალში გასვლა მოახერხა. ესპანელმა ჩოგბურთელმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს სამ სეტში, 6:4, 6:1, 6:2 სძლია. არგენტინელმა პირველ სეტში მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო მომდევნო ორ სეტში უშანსოდ დამარცხდა. ესპანელი ჩოგბურთელი ეცდება, რომ როლან გაროსი კარიერაში მეთერთმეტედ მოიგოს.

ნადალის მეტოქე ფინალში დომინიკ ტიმი იქნება, რომელმაც მძიმე ბრძოლაში მოუგო იტალიელ მარკო ჩეკინატოს. პირველი და მეორე სეტი დაძაბული გამოდგა, თუმცა მესამე სეტში ტიმმა 6:1 მოიგო და ფინალის საგზურიც გაინაღდა.

ქალთა შორის ფინალი დღეს გაიმართება. სიმონა ჰალეპი ამერიკელ სტივენსს დაუპირისპირდება.

წყარო: popsport.com