სალაჰი: “იქნებ რამოსმა ისიც მითხრას, მზად ვიქნები თუ არა მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

746

მუჰამდ სალაჰმა როგორც იქნა დუმილი დაარღვია და რამოსთან შეჯახების შედეგად მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.

სალაჰი Marca-სთან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

“როდესაც რამოსთან შეჯახების დროს მოედანზე დავეცი ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი. შეშფოთებული ვიყავი. შემდეგ აღშფოთებასა და მწუხარებას ვგრძნობდი, რადგან ფინალი ვეღარ ვითამაშე.

ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე საშინელი მომენტი.

რამდენიმე წუთის შემდეგ გავიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატიც გამომეტოვებინა და ამ აზრმა ბოლომდე დამანგრია”.

ჟურნალისტმა სალაჰს რამოსის კომენტარის შესახებ აზრის დაფიქსირება სთხოვა.

ჟურნალისტი: სერხიო რამოსმა ფინალის შემდეგ ასეთი რამ თქვა: “მე სწორად ვითამაშე. მან ხელი ჩამჭიდა და მომქაჩა, შემდეგ მეორე მხარეს დავეცი და საერთოდაც, სალაჰმა მეორე მხარი დაიზიანა”. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

სალაჰი: ეს სასაცილოა.

ჟურნალისტი: რამოსმა ასევე ისიც თქვა, რომ ინექციის გაკეთების შემთხვევაში ის თქვენს ადგილას მეორე ტაიმში თამაშს ნამდვილად შეძლებდა. ეთანხმებით მას?

სალაჰი: (იცინის) ჩემი კომენტარი გახლავთ ის, რომ როდესაც ვინმე პირველად აგატირებს, შემდეგ შესაძლოა მან გაგაცინოს კიდეც. იქნებ რამოსმა ისიც მითხრას, მზად ვიქნები თუ არა მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

რამოსმა ფინალის შემდეგ ესემესი ნამდვილად გამომიგზავნა, მაგრამ მე მისთვის არასდროს მითქვამს, რომ ყველაფერი კარგადაა.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მუნდიალის პირველ შეხვედრაში ურუგვაის წინააღმდეგ ვითამაშებ, თუმცა ეს ჩემს ფიზიკურ მზადყოფნაზეა დამოკიდებული. როგორ ფორმაში ვიქნები, როდესაც მატჩი მოახლოვდება”.

როგორც ჩანს, სალაჰი რამოსის მიმართ არც, თუ ისე კარგადაა განწყობილი და ეს მის ირონიულ საუბარში გამოიხატა.

“მო” სალაჰი რუსეთის მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს. ახლა გასარკვევი მხოლოდ ერთი რამ დარჩა – ურუგვაისთან პირველი ტურის შეხვედრაში, ის ძირითადში იქნება, თუ მოედანზე მეორე ტაიმში ვიხილავთ?..