სერ კენი დალგლიში

509

“ლივერპულის“ ლეგენდამ კენი დალგლიშმა, რომელსაც მერსისაიდელებში საუცხოო კარიერას ჰქონდა და შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო, დიდი ბრიტანეთის სამეფოს რაინდის უმაღლესი წოდება მიიღო.

“ლივერპულის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ 67 წლის შოტლანდიელმა სერის ტიტული მიანიჭა.

“როდესაც მიწვევა მომივიდა, ვიფიქრე, რომ ეს რაღაც საგადასახადო ანგარიში იყო. ჩემთვის და ჩემი ოჯახითვის ამ ტიტულის მინიჭება ძალიან დიდი პატივია.

სხვა ადამიანი არ გავხდები. შესაძლოა, პასპორტის შეცვალა მომიწიოს“ – განაცხადა BBC Radio Merseyside-თან დალგლიშმა, რომელიც ამჟამად “ლივერპულის“ ელჩის მოვალეობას ასრულებს.

წყარო: adjarasport.com