წლიური 9 მილიონი – იკარდის მოთხოვნა ინტერს

518

“ინტერმა“ მაურო იკარდის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს წლიურად 6.3 მილიონ ევროს მიიღებს, სხვადასხვაგვარი ბონუსებით კი ანაზღაურების ოდენობამ, შესაძლოა, 8 მილიონი ევრო შეადგინოს.

ამასთან, როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, მილანური კლუბი აპირებს, ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევრომდე გაზარდოს.

თუმცა თვითონ იკარდის წლიურად 9 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც მას სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს გახდის. არგენტინელის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ განაცხადა:

“ან იქნება ახალი კონტრაქტი, ან ჩვენ “ინტერს“ ამ ზაფხულს დავტოვებთ.“

წყარო: adjarasport.com