ბეილისა და ბუფონის რჩევები, როგორ აირიდოთ თავი მსოფლიოსგან

632

გარეტ ბეილმა ხელი სტილისტობას, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონმა მზარეულობას მიჰყო.

,,რეალის“ და უელსის ნაკრების მოთამაშე გარეტ ბეილი აპირებს, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს თვალყური ტელევიიზით ადევნოს და შესაძლო იყო მისთვის კომპანია იტალიის ნაკრების მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს გაეწია, თუმცა ცნობილმა ფეხბურთელებმა უფრო საინტერესო საქმეს მიაგნეს, ვიდრე უყურონ თავიანთ თანაკლუბელებს, რომლებიც მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ და ამ ყველაფრის სანაცვლოდ საკუთარი თავის სხვადასხვა ამპულაში მორგება სცადეს.

ბეილმა სტილისტობას, ხოლო ბუფონმა მზარეულობას მოკიდა ხელი. უელსელი ფეხბურთელი გადაიღეს სარეკლამო რგოლში, სადაც ჩანს, რომ როგორ უკვეთავს სტილისტისთვის საჭირო იარაღებს, მაკრეტელების ნაკრებს და მანქანას, რომელიც მას დაეხმარება კლიენტის თავზე ნეიმარის პორტრეტის ამოპარსვაში.

ბუფონი კი ანალოგიური შინაარსის მქონე ვიდეოში ყიდულობს მიქსერს, რომ თავი ძალები ცხობაში მოსინჯოს.