ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია! ქართველი ნიჩბოსნის წარმატება ბელგრადში

842

ზაზა ნადირაძემ კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული ტურნირის შესარჩევ გაცურვაში 24 წლის მცხეთელი ნიჩბოსანი 7 მონაწილეს შორის 39.026 წამით საუკეთესო იყო და ფინალში პირდაპირ მოხვდა.

ზაზამ ფინალურ რბოლაში ცხრა მეტოქეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა (39.200) და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე და მესამე ადგილები რუსმა და ბელარუსმა ნიჩბოსნებმა, შესაბამისად, ივან შტილმა (39,224) და არცემ კოზირმა (39 468) დაიკავეს.

შარშან, ბულგარეთში გამართულ ანალოგიურ შეჯიბრებაში ნადირაძემ მე-3 ადგილი დაიკავა.

მცხეთელმა ნიჩბოსანმა შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა, ოქრო კი – არცემ კოზირმა.