თოკოს ,,ბასკონია” ფინალშია

392

თორნიკე შენგელიას წარმატებულ სეზონზე არაერთხელ გიამბეთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ინდივიდუალურზე მეტად გუნდური მიღწევა ფასდება და ამისთვის ,,ბასკონიას” ქართველ ლეგიონერსა და კაპიტანს შესანიშნავი შანსი ეძლევა, რომ თბილისს მოახლოებულ თამაშებზე უკვე ესპანეთის ჩემპიონის რანგში ეწვიოს.

წინა წერილის დროს, რომელიც სწორედ ამ ფინალს ეხებოდა ბასკური გუნდი სერიას მშრალი ანგარიშით 2-0 იგებდა, თუმცა ,,ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე გამარჯვებით ფინალში გასვლის შანსები შეინარჩუნა და სერიის ბასკეთში დასაბრუნებლად ეგრეთ წოდებული GAME 4-იც მათ სასარგებლოდ უნდა დაესრულებინათ. მაგრამ ვაი, რომ ,,ბარსელონასთვის” ასე არ მოხდა და ფინალში ,,ბასკონია” ანგარიშით (82-88) გავიდა.

მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე ასეთ დაძაბულ ფინალს არავინ ელოდა, ვინაიდან სტუმრებმა ტაიმი 10 ქულით მოიგეს, ბოლო მეოთხედში 11 ქულაც ეჭირათ, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ოვერტაიმში მოიპოვეს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თორნიკე იყო შეუდარებელი – მან შეხვედრა 22 ქულით, 7 მოხსნით და 1 პასით დაასრულა და ლოგიკურია, რომ მატჩის MVP-იც გახდა.

ვიტორიული კლუბი ფინალში ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს მადრიდის ,,რეალს” შეხვდება