იკარდი მეუღლის შიშველ ფოტოს აქვეყნებს

1881

“ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა და ის მეუღლესთან, ვანდა ნარასთან ერთად დასასვენებლად აფრიკაში გაემგზავრა.

იქ მაურომ შიშველ ვანდას, რომელიც შხაპის მისაღებად აბაზანაში აპირებდა შესვლას, სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მერე ვანდამ სამაგიერო გადაუხადა და დაწერა:”ჩემი შურისძიება, ტარზანო”.

როგორც ამტკიცებენ, იკარდი სამპაოლიმ ლეო მესის “რეკომენდაციით” ამოაგდო შემადგენლობიდან, რადგან ვანდა ადრე მისი მეგობრის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო. დიეგო მარადონამ თქვა, ჩემს ახალგაზრდობაში ვინმეს მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა, თანაგუნდელები ცემით მოვკლავდითო.

იკარდი და ლოპესი ადრე თანაგუნდელები და მეგობრები იყვნენ…

 წყარო: sportall.ge