ისევ ისე…

553
ღირსეული მებრძოლები ასე ეპყრობიან ერთმანეთს...

UFC225–ზე რობერტ უიტაკერმა საშუალო წონის საუკეთესო მებრძოლის სტატუსი განიმტკიცა – მან იოლ რომეროსთან კარიერაში მეორე ბრძოლა გამართა და პირველის მსგავსად, აქაც მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, მაგრამ ამჯერად ეს ძალზე საკამათო გამოდგა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომერომ რამდენჯერმე ნოკდაუნში ჩააგდო ავსტრალიელი და პარტერშიც იდეალურად მუშაობდა, თუმცა უიტაკერი ძალიან ჭკვიანი მებრძოლია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

“რომერო მშვენივრად ურტყამს, მაგრამ ფეხზე ვიდექი და ბოლომდე გავძელი. ძალიან რთული მატჩი იყო და გამარჯვება ძალიან მიხარია” – ამბობს ავსტრალიელი.